დროის ათვლა დაიწყო

08 თებერვალი 2013

 

7 თებერვალს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე ზუსტად ერთი წლით ადრე რუსეთის რვა დიდ ქალაქში უზარმაზარი საათები დაიდგა, რომლებზეც თამაშების ოფიციალურ გახსნის ცერემონიალამდე დროის ათვლა უკუღმა დაიწყო. 

"რუსეთმა უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო ღირსეულად ჩაატაროს ეს გრანდიოზული სპორტული ფორუმი. ყოველივე ეს დიდ შრომასთან არის დაკავშრებული, მაგრამ ამავდროულად ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის სერიოზული ნაბიჯია"-აღნიშნულია საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.

გრანდიოზული საათი, რომელიც ხაბაროვსკში "პლატინიუმ არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააყენეს 3,5 ტონას იწონის. რაც შეეხება რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დადგმულ საათს იგი 6 მეტრი სიმაღლისაა, 7,5 ტონას იწონის და მან უკუთვლა 364 დღის, 23 საათის, 59 წუთისა და 59 წამიდან დაიწყო. აღნიშნულ კონსტრუქციას მოსკოვში ქალაქის უსაფრთოების დეპარტამენტი 24 საათის განმავლობაში დაიცავს.

დროის უკუთვლა დაიწყო ასევე სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნინოვგოროდში, როსტოვში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირკში და პიატოგორსკში დამონტაჟებულმა საათებმაც.