ჭიდაობას ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება ემუქრება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ძალზედ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და რეკომენდაციით გამოვიდა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების პროგრამიდან ამოღებულ იქნას ჭიდაობის სახეობები.
"საბჭოში შემავალი 14 ადამიანი ამ საკითხზე ხანგრძლივი დროის მანძილზე კამათობდნენ და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებაც ადვილი არ ყოფილა, საბოლოოდ კი ყველაფერი ფარულმა კენჭისყრამ გადაწყვიტა "-ამბობს სოკ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მარკ ადამსი.
შეგახსენებთ, რომ ერთი პერიოდი სერიოზულად განიხილებოდა ოლიმპიადის პროგრამიდან ბადმინტონის, მაგიდის ჩოგბურთის, ტაეკვანდოსა და თანამედროვე ხუთჭიდის ამოღება, თუმცა ამჯერად მათ საფრთხე არ ემუქრება და რატომღაც მძიმე ვერდიქტი ჭიდაობას ხვდა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია განვითარებული და პოპულარული.
მოკლედ ჭიდაობა შესაძლოა ოლიმპიადის მიღმა დარჩეს და მისი ადგილი კი გორგოლაჭებით სირბილმა, უშუმ, სოფტბოლი/ბეისბოლმა, სკვოშმა, კარატემ, სპორტულმა მეკლდეურობამ ან წყლის დაფებზე სრიალმა დაიკავოს.
საბოლოო გადაწყვეტილებას სექტმბერში ბუენოს აირესში დაგეგმილ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მიიღებენ.