ლევან მოსეშვილი იუბილარია

გამოჩენილ ქართველ კალათბურთელს, თბილისის "დინამოს" და სსრკ-ს ნაკრების წევრს, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელს, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს და მწვრთნელს ლევან მოსეშვილს დაბადებიდან 73 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ლევან მოსეშვილს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.