საქართველო მზადაა, რუსეთთან სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხები განიხილოს

ქართული მხარე მზადაა, რუსეთთან გაიაროს კონსულტაციები სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ იაპონურ საინფორმაციო სააგენტო „კიოდოს" უთხრა.
„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციის ჩასატარებლად ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებში. ახლა რუსეთის ჯერია, იყოს მზად",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ სააგენტოსთან ინტერვიუში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განიხილავს მომავალი წლის ზაფხულში სოჭის ოლიმპიადაში მისი დასწრების საკითხს.
„პრემიერ-მინისტრის სოჭში გამგზავრება არაა გამორიცხული", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს თუ როგორ განვითარდება პროცესები ორ ქვეყანას შორის.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე 7 თვეზე ოდნავ მეტი რჩება. იგი გაისად 7 თებერვალს გაიხსნება და 16 დღე გაგრძელდება.