ადამ ოქრუაშვილის საჩუქარი ტიუმენიდან

26 მაისი 2013

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ ტიუმენში დასრულებულ მსოფლიოს მასტერზე, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამას წინათ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგები შემთხევითი არ ყოფილა.

ირაკლი უზნაძის შეგირდებმა ტიუმენში გაშლილ ტატამზე ჯამში 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მედლების რაოდენობით ყველას აჯობეს.

ბრინჯაოს პრიზიორები ამირან პაპინაშვილი (60კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) გახდნენ, ხოლო მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა ოქროს მედალი მოიგო და საკუთარ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს მშვენიერი საჩუქარი უძღვა.