ძიუდოს ფესტივალი ქუთაისში

27 მაისი 2013

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ქ. ქუთაისში სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ფესტივალი ძიუდოში კადეტებს შორის, რომელშიც მონაწილეობა 200-მდე ძიუდოისტმა მიიღო.

ძიუდოს ფესტივალი მიზნად ისახავდა თბილისში 2015 წელს დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას და ქუთაისიდან ნაკრებისათვის შესაძლო კანდიდატების გამოვლენას.ფესტივალის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, ოლიმპიური სიმბოლიკის სამკერდე ნიშნებით, მედლებით, სერთიფიკატებითა და ფასიანი საჩქრებით, რომელიც დამზადდა ქალაქ ქუთაისში "ლევან ლექვინაძის" სახელოსნოში.

მომდევნო ფესტივალი უკვე იმერეთის მასშტაბით ქ.ზესტაფონში ჩატარდება და ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.