ცურვის ფესტივალი ქუთაისში

29 მაისი 2013

ორი ათეული წლის შემდეგ ქუთაისში ცურვის ფესტივალი  პირველად ჩატარდა, რომელსაც ორგანიზება სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაციამ გაუკეთა.  ასეთი ხანგრძლივი პაუზის მიზეზი საცურაო აუზის, სპორტული ინფრასტრუქტურისა და საწყლოსნო სპორტის სახეობათა არ არსებობამ განაპირობა. ფესტივალში მონაწილეობა 150 მოცურავემ მიიღო.  ახალგაზრდები ოთხ ასაკობრივ ჯგუფში (1999-2002) წ.წ. შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ყველა მონაწილე ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ცალკე მოეწყო შეჯიბრი 1998-1999 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის. სწორედ ამ ასაკის მოცურავეებმა უნდა იასპარეზონ 2015 წელს თბილისში დაგეგმილ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. ამ ასაკში თავი გამოიჩინეს ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების აღსაზრდელებმა.

აქვე დავძენთ, რომ 29 მაისს სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს რევაზ რობაქიძეს 55 წელი შეუსრულდა.