ირაკლი ცირეკიძის პარიზული ოქრო

29 აგვისტო 2011

ახლახანს საფრანგეთის დედაქალაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ბრინჯაოს ედლის ამარა დარჩა. სამწუხაროდ პარიზულ ტატამე ქართველმა კომონოისტებმა ძალზედ უნიათოდ იაპარეზეს და ტურნირის ბოლო დღეს რომ არა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის დამაჯერებელი ასპარეზობა სულაც უმედლოდ დავრჩებოდით. არადა გაისად ამ დროს ლონდონის ოლიმპიადაა და ამ მხრივ პარიზიდან არცთუ სახარბიელო ვითარება გამოჩნდა.

რა თქმა უნდა ძიუდოისტებისგან ლიცენზიებს ყველა წონით კატეგორიაში ველით, მაგრამ სპოირტსმენთა უმეტესობამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იმდენად სუსტად იასპარეზა, რომ ეს გეგმებიც ბუნდოვანია. ფაქტია, რომ ბევრ წონაში სავარაუდოდ ლიცენზიების მოპოვება გაგვიჭირდება, თუმცა იმედი ვიქონიოთ , რომ პეტერ ზაიზენბახერის შეგირდები აუცილებლად მოუმატებენ.

რაც შეეხება ცირეკიძის ასპარეზობას დანასანია გადაუჭარბებლად შიეძება ითქვას, რომ მას ჩემპიონობა ეკუთვნოდა. ქართველ ძიუდოისტს კენჭისყრაში აშკარად არ გაუმართლა, თუმცა ბოლომდე მედგრად იბრძოდა და ზედიზედ სამ შეხვედრაში ბრაზილიელ, იაპონელ და ირანელ სპორტსმენებს წმინდად მოუგო. ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ცირეკიძე გამოცდილ ელკო ვანდერ ხესტს დაეჭიდა და დამატებით დროში დასანანი მარცხი იწვნია. რეპეშაჟში ცირეკიძემ ჯერ რუსი, ხოლო შემდეგ ეგვიპტელი ძიუდოისტები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გუნდურში ასპარეზობაში საქართველოს ნაკრები თავდაპირველად გერმანიას დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა, ხოლო შემდეგ კორეელებთან დამარცხდა ასეთივე ანგარიშით. სანუგეშო წრეში კი ჩინელების ძლევის შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იაპონიასთან წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილი ერგო.