სოჭმა მედლები წარადგინა

31 მაისი 2013

"სოჭი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჩერნიშენკომა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სვეტლანა ჟუროვამ სანქტ-პეტერბურგში, მოახლოებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების პრეზენტაცია გააკეთეს.

"ოლიმპიური მედალი ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი ჯილდოა. თამაშების ყველა მასპინძელი ცდილობს მედლების დიზაინში საკუთარი ქვეყნის პატარა შტრიხი შეიტანონ, რადგან მათმა მფლობელმა სპორტსმენებმა ის ადგილი გაიხსენონ, სადაც ეს მედლები მოუპოვებიათ. ვფიქრობ ჩვენც ლამაზი მედლები დავამზადეთ"- განაცხადა დიმიტრი ჩერნიშენკომ.

ოლიმპიური მედლების წონა 460-დან 531 გრამამდეა და იგი დამოკიდებულია მედლის სინჯზე. ერთ მხარეს ხუთი რგოლია გამოსახული, ხოლო მეორეზე ინგლისურ ენაზე დასახელებულია სპორტის სახეობა და სოჭის ოლიმპიადის ემბლემა.

სოჭში სპორტის 15 სახეობაში მედლების 98 კომპლექტი გათამაშდება. ჯამში 1300 მედალი დამზადდება და მათ მოსაპირკეთებლად 3 კილოგრამი სუფთა ოქრო დაიხარჯება.