ბავშვთა დაცვის დღე და ოლიმპიზმი ქუთაისში

03 ივნისი 2013

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ქუთაისში გამოფენა , რომელიც ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალურმა ორგანიზაციამ მოაწყო. მთელი დღის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ბავშვები დაესწრნენ ოლიმპიზმის თემაზე ნახატების გამოფენას, ციგურებით სრიალში ბავშვთა საჩვენებელ გამოსვლებს, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს შორის ველო-გარბენს, სპორტის თემაზე ბავშვთა თეატრალიზებული სანახაობას და ქუთაისის ცენტრალურ საცურაო აუზის განახლებულ აკვაპარკში ბავშვთა შეჯიბრს ცურვაში.

ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატებით, სამკერდე ნიშნებითა და ფასიანი საჩუქრებით, რომლის დაფინანსება საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განახორციელა, ასევე „ვი თი ბი" ბანკმა ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრები გადასცა.