ჟაკ როგი: არ შევმცდარვართ !
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგი თვლის, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების ინიციატივამ გაამართლა, რადგან ამის შემდეგ FILA-ს მესვეურები გამოფხიზლდნენ და სპორტის ამ სახეობაში მოკლე დროში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.
"სამი თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილება ადვილი არ ყოფილა, მაგრამ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ამ აზრმა თვითონ ჭიდაობისთვის დადებითი შედეგები გამოიღო ცხელ გულზე ბევრი კრიტიკის მოსმენაც მოგვიხდა, თუმცა დღეს ვრწმუნდები, რომ მაშინ შეცდომა არ დაგვიშვია. აშკარად ჩანდა, რომ წესების, ტურნირების ჩატარებისა და მართვის კუთხით ჭიდაობაში ბევრი რამ შესაცვლელი იყო და საერთაშორისო ფედერაციამაც ეს მყისიერად განხორციელა~- აღნიშნა ჟაკ როგმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს ბუენოს-აირესში დაგეგმილ სოკ-ის სესიაზე ბეისბოლს, სკვოშსა და ჭიდაობას შორის ერთ-ერთი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევა.






