ლიანა ცოტაძე იუბილარია

05 ივნისი 2013

გამოჩენილ ქართველ წყალში მხტომელს, სსრკ-ს ორგზის ჩემპიონს და თასის სამგზის მფლობელს, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს ლიანა ცოტაძეს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლიანა ცოტაძეს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და წარმატებებს.