ქუთაისელი მოსწავლეების შეხევდრა ოლიმპიურ ჩემპიონთან
სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივით 11 ივნისს, ქუთაისი მოსწავლე-ახალგაზრდობა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს - ივანე კიღურაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ოლიმპიურ ჩემპიონს - შოთა ხაბარელს და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის აპარატის უფროსს, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ედიშერ მაჩაიძეს შეხვდნენ.
ოლიმპიურ ჩემპიონთან შეხვედრამ შოთა ხაბარელს კიდევ ერთხელ გაახსენა ის ბედნიერი წუთები, რომელიც მის შეგირდებთან ზურაბ ზვიადაურთან (ათენი 2004) და ირაკლი ცირეკიძესთან (პეკინი 2008) განიცა. აღნიშნული ღონისძიება ქუთაისში ოლიმპიური მოძრაობის განვითარების პროგრამის ფარგლებში 37 საჯარო სკოლასთან ერთად მოეწყო და დიდი ინტერესიც გამოიწვია. შოთა ხაბარელმა დააჯილდოვა ის მოსწავლეები, რომლების თემატურ ოლიმპიურ კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდნენ. აქვე გაიმართა ლიტერატურული კონკურსის შეჯამება, რომელსაც უცხოელი პედაგოგები ესწრებოდნენ.






