ამირან ტოტიკაშვილი იუბილარია

21 ივნისი 2013

სახელოვან ქართველ ძიუდოიტს, მსოფლიოსა და სსრკ-ს ჩემპიონს, ევროპის ორგზის გამარჯვებულს, სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს ამირან ტოტიკაშვილს დაბადებიდან 44 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ულოცავს მას ამ თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს.