ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა 80

სახელოვან ქართველ მძლეოსანს, ჰელსინკისა და მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენს, სსრკ-ს ოთხგზის გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერს ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ქალბატონ ნადეჟდას ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს.