ვლადიმერ ჭანტურია იუბილარია

01 ივლისი 2013

ქართველ მოკრივეს, სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, ევროპის თასის გათამაშების ვერცხლის მედალოსანს, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულს, ვლადიმერ ჭანტურიას დაბადებიდან 35 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს მას დაბადების დღეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს.