რევაზ მინდორაშვილი იუბილარია
სახელოვან ქართველ ფალავანს, პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონსა და მეორე და მესამე პრიზიორს, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ღირსების მედლის კავალერს რევაზ მინდორაშვილს დაბადებიდან 37 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს მას დაბადების დღეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს.






