საერთაშორისო კონფერენცია სპორტულ მედიცინაში

01 ივლისი 2013

27-30 ივნისს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრ „მუზაში" საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა სახელწოდებით „სპორტული მედიცინა, რეაბილიტაცია, ფიზმომზადება და დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებები - აქტუალური საკითხები".

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდითა და პატრონაჟით ორგანიზებულ სპორტული მედიცინის რეგიონალურ კურსებში, ქართველების გარდა მონაწილეობას იღებენ გერმანელი, პოლონელი, უკრაინელი, ბელარუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტული მედიცინის წარმომადგენლები. მათ შორის გერმანიის ოლიმპიური გუნდის ექიმი ალბერტ გუზბახერი, პოლონეთის სპორტული გუნდების ფიზმომზადების მწვრთნელი დანიელ კურკო, ბელარუსის სამედიცინო-სადამკვირვებლო კომისიის ხელმძღვანელი ანატოლი კრუჩინსკი და წევრი ნატალია შიროვა, სომხეთის დოპინგსაწინააღმდეგო ლაბორატორიის მესვეური ალეგ ოვანესიანი.

უცხოელ მედიკოსთა მოხსენებები მოისმინეს სპორტული ფედერაციების წარმომადგნელბმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, სხვადასხვა საავადმყოფოების ქირურგებმა და სპორტული გუნდების ექიმებმა.

კონფერენცია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კახაბრიშვილმა გახსნა. დამსწრეთ სიტყვით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმაც მიმართა. შემდეგ კი კონკრეტულ თემებზე გამოსვლები დაიწყო. მომხსენებლებმა იმსჯელეს სპორტული კვების, დოპინგის, სპორტში ტრავმატიზმისა და შემდგომი რეაბილიტაციის, სპორტული ფსიქოლოგიის, სათამაშო სახეობებში ფიზიკური მომზადების საკითხებზე.

ძალზედ დატვირთული, საინტერესო, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი სამუშაო გრაფიკის შემდეგ ორგანიზატორებმა უცხოელი სტუმრებს მცხეთასა და ყვარელში ისტორიული ძეგლების დასათვალიერებინეს.

სპორტული მედიცინის კონფერენცია ტრადიციულია და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.