ზურაბ ზვიადაური
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი (ათენი 2004), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ღირსების ორდენის კავალერი, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი, სახელოვანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური იუბილარია.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ზურაბ ზვიადაურს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს.






