წარმატება და მარცხი გრანადაში
ჩვენმა სასიქადულო ტყვიის მსროლელმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ვეროპის ჩემპიონმა, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ შედეგით ქართველმა მსროლემა მთავარ მიზანს მიაღწია და 6-12 ნოემბერს, მიუნხენში დაგეგმილ მსოფლიოს თასის სუპერფინალში ასპარეზობის უფლება გაინაღდა.
სამწუხაროდ, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ნინო სალუქვაძეს ხელი მოეცარა და ფინალს მიღმა დარჩა. ჩვენებურმა ოთხივე სერიაში მისთვის უჩვეულოდ სუსტად ისროლა და 375 ქულით 38-ე შედეგი აჩვენა.
ამით ნინო სალუქვაძემ გრანადაში ასპარეზობა დაასრულა, თუმცა მსოფლიოს თასის გათამაშება გრძელდება და ამჯერად ვაჟთა შორის ლევან ქადაგიძე და ცოტნე მაჭავარიანი მოსინჯავენ ძალებს.






