ჩოგბურთის ოლიმპიური ფესტივალი ქუთაისში
5-7 ივლისს ქუთაისში ლაგუნას ბაზაზე არსებულ საჩოგბურთო კორტებზე ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის( ქუთაისის) რეგიონალურმა ორგანიზაციამ პირველი საჩოგბურთო ფესტივალი მოაწყო, რომელიც მსოფლიო სტუდენტურ უნივუნივერსიადასა და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მიუძღვნეს.
ტურნირი მიზნად ისახავდა ოლიმპიურ მოძრაობაში მეტი ადამიანების ჩართულობას . საჩოგბურთო ფესტივალში მონაწილეობდნენ ყველა ასაკის მოყვარული ჩოგბურთელები. გამარჯვებულები გახდნენ სპორტული ჟურნალისტი ლაშა ლეთოდიანი და ცნობილი ფეხბურთელი სოსო გიგიაძე . ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური ორგანოზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ, ქუთაისის მერის მოადგილემ ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ყველა მონაწილე და გამარჯვებულები ოლიმპიური სიმბოლოკის ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოეს.






