გელა კეტაშვილი იუბილარია

27 სექტემბერი 2013

გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, სხვადასხვა დროს ქუთაისის „ტორპედოს", თბილისის „დინამოს" ლანჩხუთის გურიას მცველს, სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერს გელა კეტაშვილს დაბადებიდან 48 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს გელა კეტაშვილს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს.