საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პასუხი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს...

30 სექტემბერი 2013

2013 წლის 28 სექტემბერი

თემა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

 

ბატონო  პრეზიდენტო,

ეს წერილი განმარტავს „აფხაზეთსა" და ‘სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით წამოჭრილ ბოლოდროინდელ საკითხს.

წინამდებარე დოკუმენტის საშუალებით გვსურს განვმარტოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია, რაც ითვალისწინებს:

  • დღეისათვის სოკ-ი აღიარებს 204 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს (ეოკ-ს), რომელთაგან ერთ-ერთს შეუჩერდა აღიარება და ოლიმპიური ქარტიის თანახმად

„ ოლიმპიურ კომიტეტებს ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნიათ წარმოადგინონ თავიანთი შესაბამისი ქვეყნები ოლიმპიურ თამაშებსა თუ რეგიონალურ, კონტინენტალურ ან მსოფლიო შეჯიბრებებზე სოკ-ის ეგიდით ორგანიზებულ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში".

  • ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად სოკ-ის ქარტიის თანახმად სპორტსმენი წარდგენილი უნდა იყოს მისი შესაბამისი ეოკ-ის მიერ.
  • ოლიმპიური ქარტიის მიხედვით სოკ-ი არ აღიარებს არც „აფხაზეთს" და არც „სამხრეთ ოსეთს".
  • სოკ-ი აღიარებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, როგორც ეს აღიარებულია გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ.
  • სოკ-ის პროტოკოლი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ტერიტორიების შემადგენლობა სოკ-ის აღიარების მიხედვით მკაცრად უნდა იყოს დაცული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მიერ ყველა მათ მიერ განხორციელებულ თამაშებთან დაკავშირებულ ოპერაციებში მათ შორის და არა მარტო სააკრედიტაციო სისტემის გათვალისწინებით.

ვიმედოვნებთ ზემოაღნიშნული განმარტავს სოკ-ის პოზიციას და თქვენი ეოკ-ის ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

პერე მირო

ეოკ-ებთან ურთიერთობის დირექტორი