საქართველო და „სოჭი 2014" ამერიკული ჟურნალის ფურცლებზე

რიგი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მოახლოებული სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმართ ინტერესი მთელს მსოფლიოში განსაკუთრებულია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომავალი ჟურნალი ,,Sports Illistrated" საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემაა. სწორედ აღნიშნული ჟურნალი ამზადებს სპეციალურ მასალას კავკასიის რეგიონში ზამთრის სპორტის შესახებ და საკუთარი კორესპონდენტი ალექსანდერ ვოლფი საქართველოში მოავლინა.
ამერიკელი ჟურნალისტი დაინტერესდა თუ როგორ ემზადებიან ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადისთვის, როგორია განწყობა იმ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
ალექსანდერ ვოლფი სეოკ-ის ოფისსაც სტუმრობდა. დაათვალიერა ოლიმპიური მუზეუმი და პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს შეხვდა. იგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბაკურიანში ჩასვლასაც გეგმავს.