მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

30 სექტემბერი 2013

სეოკ-ი აგრძელებს ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის ახალგაზრდა თაობებისთვის გაცნობის ტრადიციას. ამჯერად მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ მუზეუმს 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების საშეჯიბრო ექსპონანტები, რომლებითაც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე დიდების მწვერვალს აღწევდნენ და გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები.

42-ე სკოლის მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ თავისუფალ ჭიდაობაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რევაზ მინდორაშვილს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის იმ ტრაგიკულ დღეებში ქართველ ხალხს სიხარულის ცრემლი მოადინა და მასთან ერთად ედევნებინათ თვალი პროექტ "ერთი ჩემპიონის ისტორიიდან" ფილმისთვის ამ შესანიშნავ სპორტსმენზე.

რევაზ მინდორაშვილი, რომელიც ამჟამად თავისუფალ ჭიდაობაში ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მოსწავლეებს ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ზოგადად სპორტის როლსა და მის მნიშვნელობაზე და მათ მომავალ საქამიანობაში წარმატებები უსურვა.