რევაზ ჩელებაძე

წარსულში გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, ქობულეთის "შუქურას", ბათუმისა და თბილისის „დინამოს", ლანჩხუთის „გურიას" თავდამსხმელს, სსრკ-ს ჩემპიონს, მეორე და მესამე პრიზიორს, თასის ორგზის მფლობელს, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს რევაზ ჩელებაძეს დაბადებიდან 58 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ რევაზ ჩელებაძეს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს.