ვიქტორ სანეევი - 68

ლეგენდარულ მძლეოსანს, სამხტომში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს (1968, მეხიკო, 1972, მიუნხენი, 1976, მონრეალი) და მეორე პრიზიორს (1980, მოსკოვი), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატების რვაგზის გამარჯვებულს, სსრკ-ს ექვსგზის ჩემპიონს, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელს, სამგზის მსოფლიო რეკორდსმენს, მსოფლიო უნივერსიადის ჩემპონს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს, სოკ-ის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერს ვიქტორ სანეევს დაბადებიდან 68 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ვიქტორ სანეევს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.