კიდევ ერთი სპორტული ფორუმი თბილისში
2015 წელს თბილისი სპორტული ბატალიებით დახუნძლული იქნება. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს და ფეხბურთში სუპერთასის მატჩს, ახლახანს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატიც შეემატა.
ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ, კონტინენტის პირველობის ჩატარება საქართველოს დედაქალაქს მიანდო და ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციმ ოფიციალური მილოცვის წერილიც მიიღო.
გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ ტალინში გამართულ ევროპის ახალგაზრულ ჩემპიონატზე მიიღო.






