ოქროს ბიჭები
ძიუდოში, ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი კიმონოისტების გამოსვლა ერთადერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს - ბრწყინვალე. ჩემპიონატის დაკვნით დღეს გუნდური პირველობა ჩატარდა და გია გუგავას გაწვრთნილებმა პირველი ადგილი არავის დაუთმეს. აქამდე გუნდური ჩემპიონატები მხოლოდ უფროსებში ტარდებოდა, სლოვენიაში კი გუნდურში ძალები ახალგაზრდებმაც მოსინჯეს.
პირვალსავე წრეში ქართველ ძიუდოისტებს რუსეთი სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე ერგოთ და უშეღავათო ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.
მეოთხედფინალში მონღოლეთის გუნდს იოლად 5:0 გაუსწორდნენ, ნახევარფინალში მასპინძელი სლოვენია გააკრეს ბეჭებზე 5:0, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა ბერძნებს მოუგეს 4:1 და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზეც დამსახურებულად ავიდნენ.






