ოლიმპიზმის საგანმანათლებლო პროექტები ქუთაისა და იმერეთში

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების №10 და 100-ე სკოლის ახალგაზრდა სპორტსმენებთან ჩატარდა ლექცია, რომელსაც ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სეოკ-ის ქუთაისის (იმერეთის) რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი - რევაზ რობაქიძე უძღვებოდა. თემატურ ლექციებს, სპორტსმენებთან ერთად ესწრებოდნენ მწვრთნელები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ოლიმპიზმის ფუნდამენტალური პრინციპების პროპაგანდის საქმეში.
ლექციების დასრულებისათანავე, სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ჩატარდა ვიქტორინა თემაზე „ვინ უკეთ იცნობს ოლიმპიური თამაშების ისტორიას". ვიქტორინა გუნდური („რა, სად, როდის") პრინციპით გაიმართა და მიმზიდველი გამოდგა პროექტის მონაწილეებისათვის, რაც მათ აძლევთ საშუალებას გაიღრმაონ თეორიული ცოდნა ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიზმის შესახებ.
აღსანიშავია, რომ ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში, სეოკ-ის რეგინალური ორგანიზაციის ინიციატივით ფუნქციონირება დაიწყო "Smart Olympic Class"-მა, სადაც მოსწავლეები ეწევიან ოლიმპიზმის თემაზე სხვადასხვა აქტივობებს.