მწვრთნელთა კურსები ხელბურთში

13 ნოემბერი 2013

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით თბილისში ჩატარდა მწვრთნელთა გადამზადების სემინარი ხელბურთში, რომელშიც ოცამდე ქართველი სპეციალისტი მონაწილეობდა.

კურსებს, რომელიც როგორც თეირიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა ნოერვეგიელი ექსპერტი, კონგსვინგერის სახელბურთო აკადემიის პრეზიდენტი იგორ შესტაკოვი უძღვებოდა.

13 ნოემბერს, სეოკ-ის ოფისში შედგა შმაჯამებელი შეხვედრა, სადაც სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სასწავლო კურსის პირველი დონის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.