ვახტანგ ბალავაძე - 86

გამოჩენილ ქართველ ფალავანს, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და მეორე პრიზიორს, მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, საბჭოთა კავშირის ხუთგზის გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატსა და მწვრთნელს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერს ვახტანგ ბალავაძეს დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ვახტანგ ბალავაძეს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.