ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის ბატონი პატრიკ ჰიკის წერილი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების
პრეზიდენტის ბატონი პატრიკ ჰიკის წერილი
სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს
გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს
ძვირფასო ლერი,
ძვირფასო ემზარ,
მეგობრებო,
უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით მადლობა მოგახსენოთ იმ საოცარი მასპინძლობისთვის, რაც გამიწიეთ თბილისში ჩემი მოკლე ვადიანი ვიზიტის პერიოდში. ნამდვილად სასიამოვნოა ის, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ასეთ პროგრესს განიცდის და თქვენ მართლაც შეგიძლიათ იამაყოთ ოლიმპიური კომიტეტის ახალი შტაბ-ბინით.
აღსანიშნავია იმ საქმიანი შეხვედრების უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც პრემიერ მინისტრთან და მაღალი რანგის სხვა ხელმძღვანელებთან გვქონდა ამ ვიზიტის ფარგლებში. ჩვენ დავინახეთ ის დიდი ძალისხმევა და ყურადღება, რაც ვლინდება თბილისი 2015 ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების პროცესში. ვიმედოვნებ, ყველა მხარე კარგად აცნობიერებს ჩვენს გზავნილს, რომ აუცილებელია გვერდზე გადაიდოს მათი პოლიტიკური შეხედულებები, რათა თბილისი და მთლიანად საქართველო მომავალ თამაშებზე წარმოჩნდეს ყველაზე პოზიტიური კუთხით, რაც ქალაქისა და ქვეყნის ინტერესებშია.
ვფიქრობ დიდი მუშაობაა ჩასატარებელი ამ კუთხით, ხოლო ევროპის ოლიმპიური კომიტეტები კი ნებისმიერ დროს მზად არის ნებისმიერი დახმარების გასაწევად. გვიდო და მისი გუნდი თქვენს სამსახურშია და გთხოვთ თავისუფლად მიმართოთ მათ, როდესაც ამის საჭიროება იქნება.
მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას რომში ამ თვეში.
საუკეთესო სურვილებით,
პატრიკ ჰიკი