რომან რურუა - 71

სახელოვან ქართველ ფალავანს, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორსა და მეხიკოს 1968 წლის თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, სსრკ-ს სამგზის გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, სოკ-ისა და ფილა-ს ორდენების კავალერს რომან რურუას დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ რომან რურუას დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.