ექვსი მედალი სანქტ-პეტერბურგიდან
სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში, საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთადერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს - ბრწყინვალე. ჩვენი გუნდი სამშობლოში 6 მედლით ბრუნდება.
მამაკაცებს შორის, საქართველომ ტრადიციულად სრული შემადგენლობით იასპარეზა, ხოლო ქალებში სამი სპორტსმენით წარვსდექით.
კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (68კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა ლაშა გურულმა (100კგ), ხოლო ნოდარ მეტრეველი (მძიმე წონა), ირინე ლეონიძე (მძიმე წონა) და კახა მამულაშვილი (74კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.






