ელენე გედევანიშვილის მეათე ადგილი
ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქართველმა სპორტსმენმა ელენე გედევანიშვილმა მეათე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ წინა ორ კონტინენტის პირველობაზე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამჯერად კი იგი საპრიზო ადგილებისგან შორს აღმოჩნდა.
მოკლე პროგრამაში ელენემ მხოლოდ მე-7 შედეგი აჩვენა და უკვე ნათელი იყო, რომ მედლისთვის ბრძოლა გაუწირდებოდა. თავისუფალ პროგრამაში ჩვენებურმა 87.04 ქულა დააგროვა რაც ჯამში საკმარისი მეათე ადგილისთვის აღმოჩნდა.
ევროპის ჩემპიონი 15 წლის ნორჩი რუსი მოციგურავე იულია ლიპნიცკაია გახდა, ვერცხლის მედალი ასევე რუსმა 17 წლის ადელინა სოტნიკოვამ მოიპოვა, ხოლო ევროპის ხუთგზის ჩემპიონი იტალიელი კაროლინა კოსტნერი ოდენ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.






