ალექსანდრე ანპილოგოვი - 60

18 იანვარი 2014

გამოჩენილ ქართველ ხელბურთელს, 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს და მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს ჩემპიონსა და ვერცხლის მედალოსანს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერს ალექსანდრე ანპილოგოვს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ალექსანდრე ანპილოგოვს ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს მას ჯანმრთლობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.