ვლადიმერ პუტინი: „სოჭი 2014"-ის ირგვლივ არანაირ კორუფციას ადგილი არ ჰქონია

19 იანვარი 2014

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში განსაკუთრებულ კორუფციას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით სპორტული ობიექტების მშენებლობის პერიოდში შესაძლოა მცირე გადაცდომები იყო, თუმცა მსგავსი შემთხვევები ნებისმიერი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.

„სოჭი 2014"-ის პროეტზე მუშაობისას დიდი ოდენობით ფინანსურ დარღვევებს ან სერიოზული მასშტაბის კორუფციულ გამოვლინებებს ვერ ვხედავთ. თუ თქვენ ან ვინმე აქვს დოკუმენტაცია, სადაც დიდი ოდენობით ფინანსური დარღვევებია ასახული გთხოვთ უმოკლეს ვადაში მოგვცეთ. ჯერ-ჯერობით ასეთი სახის მასალები არ ჩანს, არავინ გვაწვდის"- ამბობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

პუტინმა ასევე კომენტარი გააკეთა სოკ-ის წევრის, ჟან-ფრანკო კასპერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც იგი დიდი ოდენობით ფული ფლანგვაზე საუბრობს. „ მე ვნახე მისი პრესკონფერენციის სტენოგრამა და მინდა ავღნიშნო, რომ თქვენი კოლეგები ცდილობდნენ მისთვის ძალით დაეცდინათ სიტყვა ამ თემის ირგვლივ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ თქვენი სამუშაო ასეთია - რესპოდენტს დაუსვათ მწვავე კითხვები და წინა პლანზე წამოწიოთ ე.წ. „ცხელი" თემები. როგორც მე სტენოგრამის მიხედვით მივხვდი შვეიცარიელი სპეციალისტი კორუპციის შესახებ არ ლაპარაკობდა. თუ ვსაუბრობთ რაიმე სახის დარღვევებზე, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ რამდენიმე წლის წინათ თუ როგორ ვაჭრობდნენ ადგილობრივი ჩინოვნიკები მიწებით. დღეს ეს ხალხი ქვეყნის სასამართლოს მიერ დასჯილები არიან. ჩემი დიდი სურვილია, რომ ხალხმა ამ ოლიმპიადით დაინახოს ახალი რუსეთი, მისი ახალი სახე და შესაძლებლობები" - ამბობს ვლადიმერ პუტინი.