დელეგაცია დამტკიცებულია!!!
21 იანვარს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2014 წლის პირველი აღმასკომის სხდომა ჩაატარა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთაგან, უმთავრესი, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის ოფიციალური დამტკიცება გახლდათ. დამსწრეთ ინფორმაცია სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა მიაწოდა, რომელიც ოლიმპიურ სოფელში ჩვენი გუნდის მისიის ხელმძღვანელი იქნება. დელეგაცია 19 კაცისგან შედგება. სპორტსმენები, მწვრთნელები, ოფიციალური პირები და ჟურნალისტები. გუნდი სოჭში ორ ეტაპად, 4 და 6 თებერვალს გაემგზავრება.
აღმასკომმა ასევე განიხილა სეოკ-ის წესდების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ ეროვნულ ფედერაციათა აღიარების საკითხი და მხარი დაუჭირა საქართველოს ბავშთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს ჩერლიდინგისა და ხანშიშესულ სპორტის მოყვარულთა ორგანიზაციის აღიარებას.






