ტომას ბახმა პოლიტიკოსები გააკრიტიკა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებმაც უარი განაცხადეს სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასწრებაზე. მათ შორის თანამემამულე, გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი.
"ვფქირობ, თუ პოლიტიკოსებს აქვთ რაიმე სახის პოლიტიკური გზავნილი,მათ უნდა ეყოთ გამბედაობა და ამის შესახებ პირდაპირ განაცხადონ. სპორტსმენები პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენო. ოლიმპიური თამაშები პირველ რიგში სპორტსმენებისთვისაა და თავისმხრივ სპორტისთის. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა პირიქით მხარი უნდა დაიჭირონ სპორტსმენებს. სოჭში იყო პრობლემები, მაგრამ სოკ-ი ორგანიზატორებს ყოველთვის გვერდში ედგა და ამ პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა" - განაცხადა ტომას ბახმა გერმანულ "frankfurter Allgemeine Zeitung"- ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, 7 თებერვალს, თამაშების გახსნის ცერემონიალზე დასწრებას 60-მდე ქვეყნის სხვადასხვა მაღალჩინოსანი აპირებს, მათ შორის პირველი პირებიც.






