"ლელოს" სტუმარი ემზარ ზენაიშვილი

28 იანვარი 2014

ხუთშაბათს, 30 იანვარს, 16 საათზე "მედიაპალიტრაში", გაზეთ "ლელოს" სტუმარი იქნება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

სტუმარი ისაუბრებს საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, მის როლსა და ადგილზე მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობაში, ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ოლიმპიელთა შედეგებზე და მომავლის ამოცანებზე, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ თემაზე, 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

ინტერვიუ ემზარ ზენაიშვილთან გამოქვეყნდება გაზეთ "ლელოში" პარასკევს, 31 იანვარს რუბრიკით "ლელოს" სტუმარი".