ჟან-ფრანკო კასპერმა უკან დაიხია
სამთო-სათხილამურო სპორტის (FIS) საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟან-ფრანკო კასპერმა, უკან წაიღო სიტყვები სოჭში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის პერიოდში ტოტალურ კორუფციასთან დაკავშირებით. მისი თქმით იგი არასდროს ამტკიცებდა, რომ ფული გაიფლანგა და ყველაფერი ჟურნალისტებმა გააბუქეს.
"პრესამ ჩემი სიტყვები არასწორად გაიგო და სხვაგვარი ინტერპრეტაცია შესძინა. მე ნამდვილად არ მითქვამს ის, რაც შემდეგ გავრცელდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც უსმინა პრესკონფერენციის ჩანაწერს და დასძინა, რომ მე მსგავსი რამ არ მიგულისხმია. მხოლოდ ის ავღნიშნე, რომ შესაძლოა არსებობდეს ეჭვები, თუმცა არ გამაჩნია არანაირი დამამტკიცებელი საბუთი. ისიც აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს დროს, შვეიცარიული დიალექტით გერმანულად ვსაუბრობდი, ხოლო მასალა ამერიკელმა ჟურნალისტმა მოამზადა. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ენობრივი ბარიერის პრობლემაც იყო"- განმარტავს კასპერი.
კითხვაზე თუ რას მოიმოქმედებდა იგი და სამთო-სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია, კორუფციული ფაქტების ამსახველი მასალები, რომ ჰქონდეს კასპერმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე არ უფუქრია.






