ლაშა შავდათუაშვილი - 22
ძიუდოში ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ, ევროპის ჩემპიონს პირად და გუნდურ ჩათვლაში, მსოფლიოს ჩემპიონს გუნდურ ასპარეზობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულს ლაშა შავდათუაშვილს 22 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლაშა დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და წარმატებებს სპორტულ კარიერაში.






