საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდა

05 თებერვალი 2014

საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი 5 თებერვალს მთავრობის კანცელარიაში ზამთრის ოლიმპიური დელეგაციის წევრებს - სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

პრეზიდენტთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი,ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენი - ელგუჯა ბერიშვილი ესწრებოდნენ.   

პრეზიდენტმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და ქართველ ოლიმპიელებს წარმატება უსურვა.

ქართველი ოლიმპიელები სოჭში 6 თებერვალს პირდაპირი რეისით 10:00 საათზე მიემგზავრებიან. ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 7 თებერვალს გაიხსნება.

ოლიმპიადაზე საქართველოს სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და ფიგურული მოციგურავე - ელენე გედევანიშვილი წარმოადგენენ.

 

სამინისტროს პრესსამსახური