„სოჭი 2014" ოთხი რგოლის ფონზე გაიხსნა
არაერთხელ გვსმენია, რომ 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ოლიმპიადების ისტორიაში, თუმცა ერთი დიდი „იაღლიში" მაინც მოხდა, ლეონიდ ბრეჟნევს თამაშების ოფიციალურად გახსნილად გამოცხადება გამორჩა. მართალია, ამჯერად, ვლადიმერ პუტინს სიტყვის თქმა არ დავიწყნია, თუმცა ვეჭვობთ ამაღლებულ განწყობაზე ყოფილიყო. ორგანიზატორებს სურდათ ოლიმპიური სიმბოლიკა - ხუთი რგოლი, თოვლის ფიფქებით გამოესახათ, მაგრამ ტექნიკური გაუმართაბის გამო „ფიშტის" სტადიონზე შეკრებილმა 40 ათასმა ადამიანმა და მილიონობით ტელემაყურებელმა ოთხი რგოლი იხილა. ესეც, რომ არა, ვერ ვიტყვით, რომ „სოჭი 2014"-ის ცერემონიალმაც იგივე განცდა დაგვიტოვათქო. დაგვრჩა შტაბეჭდილება, რომ ზედმეტად პოლიტიზირებული იყო.
გარდა შოუს ელემენტებისა, ბუნებრივია იყო სპორტსმენთა და მსაჯთა ტრადიციული ფიცის დადება, ოლიმპიური დროში აღმართვა, სოკ-ის პრეზიდენტის ტომას ბახის მიმართვა. რაც შეეხება ოლიმპიურ ცეცხლს, მისი ანთების პატივი ჰოკეისტს ვლადისლავ ტრეტიაკს ერგო.
გახსნის ცერემონიალის აღლუმზე საქართველო რიგით 23-ე გავიდა, სულ კი თამაშებში მონაწილეობას 87 ქვეყნის 3 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს.






