მარიკა პერტახია: ჩემი მიზანი გამარჯვებაა
ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის უსიამოვნო ფაქტით დაიწყო. სამთო-მოთხილამურე მარიკა პერტახიას, რომელიც გალის რაიონიდანაა სორგანიზაციო კომიტეტის ბაზაში დაბადების ადგილად აფხაზეთი და რუსეთი ჰქონდა მითითებული, თუმცა სეოკ-ის მყისიერი რეაგირების შედეგად ეს უზუსტობა გამოსწორდა.
ოლიმპიური თამაშების პერიოდში გამომავალ ყოველდღიურ გამოცემა „OLV daily"-ში გამოქვეყნდა ბლიც ინტერვიუ მარიკა პერტახიასთა, რომელიც ალბათ სპორტის ქართველ გულშემატკივარს დააინტერესებს.
სპორტი
სპორტის ეს სახეობა ჩემი არჩევანი არ ყოფილა, თვითონ თხილამურებმა ამირჩია მე.
მიზანი
ჩემი მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვებაა. გახდე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ყველა სპორტსმენის სანუკვარი ოცნებაა. ბუნებრივია, ოქროს მედალი შესანიშნავი იქნება, მაგრამ არც რომელიმე სხვა სინჯის მედალზე ვიტყოდი უარს.
სოჭი
სოჭის მზიანი დღეები და სითბო ძალიან მსიამოვნებს. მე კრასნოიარსკიდან, ცივი ციმბირიდან ვარ და ამიტომაც სოჭში ჩემს მშობიურ ქალაქთან შედარებით სამოთხეა.
ქალაქი
მომეწონა იუტას შტატი. იქ შესანიშნავი სასრიალო ტრასებია და საერთოდაც მე მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა.
მადლობა
სოჭის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემთხვევაში უპირველესად მადლობას ჩემს მწვრთნელებს ვეტყვი, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს ჩემი მზადების პროცესისთვის, მთელი ენერგია და დრო დამითმეს. ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება.






