„სოჭი 2014"-ზე რეკორდული რაოდენობის ბილეთები იყიდება
„სოჭი 2014" უკვე შევიდა ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში როგორც ყველაზე ძვირადღირებული თამაშები. 50 მილიარდი დოლარი სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება სალაროებთან უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი დახარჯული თანხის სოლიდურ ნაწილს სწორედ ბილეთების გაყიდვით ამოიღებს. სოჭისა და ადლერის რგინიგზის სადგურებსა და უშუალოდ ოლიმპიურ პარკში არსებულ სალაროებთან უზარმაზარი რიგებია და გულშემატკივრებს საათობით უწევთ ლოდინი. თითო კაცზე ოთხ ბილეთზე მეტი არ გაიცემა. ოფიციალური ინფორმაციით უკვე გაყიდულია 920 ათასი ბილეთი.
ორგანიზატორებს სურთ ეს თამაშები ყველასაგან განსხვავებული იყოს. ამიტომაც პირველად ოლიმპიადების ისტორიაში ჩემპიონ-პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონიალი არა საშეჯიბრო დარბაზში, არამედ ოლიმპიურ პარკში იმართება და ფეიერვერკით გვირგვინდება.
საერთშორისო ოლიმპირმა კომიტეტმა ინდოეთს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და კვლავ ოლიმპიურ ოჯახში დააბრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე მყოფი მილიარდიანი ქვეყნის სამ სპორტმენი სოკ-ის დროშის ქვეშ წარსდგა, ამჯერად მათ უფლება აქვთ საკუთარი, ეროვნული დროშით იასპარეზონ.
ცვლილებებია საერთო გუნდურ ჩათვლაში. პირველ ადგილზე ნორვეგია კანადამ ჩაანაცვლა, ხოლო რუსეთი კი მეექვსე ადგილზეა. 10 თებერვალი ისტორიული დღე გამოდგა დიდი ბრიტანეთისთვის. სნოუბორდისტ ჯენი ჯონსის მიერ მოპოვებული ბრინჯაო ზამთრის ოლიმპიადებზე გაერთიანებული სამეფოსთვის პირველი მედალია.
კახა ბერიძე
სეოკ-ის პრე-ატაშე სოჭიდან






