დავით ციმაკურიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

29 მარტი 2014

გამოჩენილ ქართველ ფალავანს, ჩვენი ქვეყნის პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ციმაკურიძე 29 მარტს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.


ციმაკურიძე დავით.

დაიბადა 29.03.1925, ფოთი. ჭიდაობა. თავისუფალი სტილი (79 კგ). პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი). სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1947, 48) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ფილას, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.