რობერტ შავლაყაძეს დაბადებიდან 81 წელი შეუსრულდა
სახელოვან ქართველ მძლეოსანს, სიმაღლეზე ხტომაში რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, სსრკ-ს ჩემპიონს, ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანს, სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, სეოკ-ის აღმასკომის წევრს, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკ-ის ორდენების კავალერს რობერტ შავლაყაძეს დაბადებიდან 81 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს რობერტ სავლაყაძეს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.






