მაია აზარაშვილს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა

07 აპრილი 2014

 6 აპრილს, სახელგანთქმულ ქართველ მძლეოსანს, სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს (ესტაფეტა, 4 x 100 მ) სსრკ-ს ჩემპიონს და კეთილი ნების თამაშების მეორე პრიზიორს მაია აზარაშვილს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს მაია აზარაშვილს ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს.